დღევანდელი დღე ძალიან ინფორმაციული იყო,რადგან ვისწავლეთ საკუთარი ნამუშევრის დრაივში ატვირთვა და გლოგზე გამოქვეყნება. ვნახეთ რომ არსებობს ამ შესწავლილი ინფორმაციის ვიდეოგაკვეთილები, რომელიც დაგვეხმარება შემდგომ ინფორმასიის აღდგენაში. დავათვალიერეთ ჩვენი მეგობრების ნამუშევრები და გავუკეთეთ კომენტარები.
ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ. იყო ძალიან ინფორმაციული. ბევრი ისეთი რამის კეთება ვისწავლე, რაც ძალიან მჭირდებოდა მუშაობაში და არ ვიცოდი. მხოლოდ ინტერნეტწიგნი რომ მენახა, შეიძლება არ მიმემართა. ახლა ვიცი მისი გამოყენება და აუცილებლად გამოვიყენებ.
რაც შეეხება ტრენერს, მისი მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ. არაჩვეულებრივად გადმოცემს მასალას, არის ძალიან კომუნიკაბელური, ძალიან მშვიდი და მომთმენი. დიდი მადლობა მას.
ინტელის ტრენინგი
Wednesday, July 15, 2015
Tuesday, July 14, 2015
VIII დღის რეფლექცია
დღეს საბოლოოდ შევავსეთ პროექტის გეგმა: ჩავწერეთ სასწავლო პროცედურები,რისთვისაც გავანაწილეთ სასწავლო აქტივობები 4 კვირაზე. შევავსეთ პროექტისთვის საჭირო საბაზისო ცოდნის გრაფა. ვისწავლეთ ბლოგზე ცვლილებების შეტანა: გაჯეტების დამატება,გაჯეტში სურათის ჩასმა, ბლოგის დიზაინის შეცვლა. ბლოგზე მუშაობის გამოცდილება საერთოდ არ მქობდა და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ყველაფერი. ასევე სისტემაში მოვიყვანე და გავიაზრე მომავალი პროექტი.
Monday, July 13, 2015
VII დღის რეფლექსია
დღევანდელ დრეს შევადგინეთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის დამხმარე შაბლონი. ვისაუბრეთ განსხვავებული ტიპის ინტელექტის მქონე მოსწავლეებზე. განვიხილეთ როგორი აქტივობების გამოყენება შეიძლება მათი სასწავლო პროცესიში ჩართვის მიზნით. შევავსეთ ჩვენი პროექტის გეგმა დამატებითი ჩანაწერებით და შევიტანეთ დამხმარე ლიტერატურის URL-ები.
Friday, July 10, 2015
VI დღის რეფლექსია
ძალიან საინტერესო დღე იყო. დღეს ვიმუშავეთ სლაიდების შექმნაზე , მათში ცხრილების და დიაგრამების შეტანაზე. ვისწავლეთ სლაიდებზე ვიზულური ეფექტების დადება და დავასრულეთ სლაიდ-შოუს გაშვებით. მეცადინეობის ბოლოს დავიწყეთ მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკის შექმნა.
Wednesday, July 8, 2015
V დღის რეფლექსია
დღეს გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციას. ვისწავლეთ ინფორმაციის მოძიება და გადმოწერა ინტერნეტიდან მისამარტების მითითებით. გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო სლაიდშოუს დაგეგმვა.
Tuesday, July 7, 2015
IV დღის რეფლექსია
დღეს შევისწავლეთ შეფასების ხუთი სტრატეგია. შევარჩიეთ სტრატეგიები საკუთარი პროექტის გეგმისთვის.შევძელით შეფასების მეთოდების გრაფიკული და წერილობითი ფორმირება. საკმაოდ საინტერესოა შერჩევის პროცესი. გარდა ამისა ვისწავლეთ სხვადასხვა ტიპის სქემების შექმნა.
Subscribe to:
Posts (Atom)